Windows 11 Home OEM ციფრული ლიცენზია

Windows 11 Home-OEM ციფრული ლიცენზია

Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა

200.00 GEL

Windows 11 Home OEM — ოფიციალური ციფრული ლიცენზია ერთი კომპიუტერისთვის, სახლისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის. ლიცენზიის კოდი გადახდის დადასტურებისთანავე ჩნდება თქვენს ანგარიშში, „ჩემ ლიცენზიებში“.

  • ვერსია: Windows 11 Home (64-ბიტიანი)
  • ლიცენზია: OEM, ერთ კომპიუტერზე, მუდმივი
  • რეგიონი: საქართველო
  • აქტივაცია: Microsoft-ის ოფიციალური სერვერით, ინტერნეტით
  • მიწოდება: ციფრული — კოდი თქვენს ანგარიშში
მარაგშია
რაოდენობა:
1
200.00 GEL

მარაგშია

დეტალური აღწერა

რას იღებთ

Windows 11 Home OEM ციფრული ლიცენზია — 25-ნიშნა პროდუქტის გასაღები (ფორმატით XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX), რომლითაც Windows 11 Home-ის აქტივაცია ხდება Microsoft-ის ოფიციალური სერვერით. ლიცენზია მუდმივია: გამოწერა ან ყოველწლიური გადახდა არ არის საჭირო, Windows-ის განახლებები კი უფასოდ მოდის Windows Update-ით.

  • ლიცენზიის ტიპი: OEM — ერთ კომპიუტერზე
  • ვადა: მუდმივი
  • ვერსია: Windows 11 Home, 64-ბიტიანი
  • რეგიონი: საქართველო
  • მიწოდება: ციფრული, ფიზიკური ყუთის და დისკის გარეშე

საქართველოს რეგიონი

ლიცენზია განკუთვნილია საქართველოს რეგიონისთვის — მისი აქტივაცია და გამოყენება გათვალისწინებულია საქართველოში. სხვა ქვეყანაში აქტივაციისას Microsoft-მა შეიძლება კოდი არ მიიღოს. ჩვენი ყველა ლიცენზია საქართველოს რეგიონისთვისაა.

ვისთვისაა Windows 11 Home

Home ვერსია განკუთვნილია სახლის, სწავლისა და ყოველდღიური სამუშაოსთვის: ინტერნეტი, ოფისის პროგრამები, ფილმები, მუსიკა და თამაშები.

  • თანამედროვე ინტერფეისი, Start მენიუ და ფანჯრების განლაგება (Snap Layouts)
  • Microsoft Defender — ჩაშენებული ანტივირუსი და Windows-ის უსაფრთხოება
  • Windows Hello — შესვლა სახით, თითის ანაბეჭდით ან PIN-ით (თავსებად მოწყობილობაზე)
  • მოწყობილობის დაშიფვრა — თავსებად კომპიუტერებზე
  • თამაშებისთვის: DirectX 12 Ultimate, Auto HDR, DirectStorage (თავსებად მოწყობილობაზე)
  • Microsoft Store, Xbox აპლიკაცია და Game Pass-ის მხარდაჭერა
  • მშობლის კონტროლი (Microsoft Family Safety)
  • მაქსიმალური ოპერატიული მეხსიერება — 128 GB

Home თუ Pro?

Home-ში არ შედის Pro-ს ბიზნეს ფუნქციები: BitLocker დისკის სრული დაშიფვრა, Remote Desktop-ით კომპიუტერთან დაკავშირება, Hyper-V ვირტუალიზაცია, Windows Sandbox, დომენთან / Microsoft Entra ID-სთან მიერთება და ჯგუფური პოლიტიკა (Group Policy). თუ ეს ფუნქციები გჭირდებათ — ან კომპიუტერი კომპანიის ქსელში უნდა ჩაერთოს — აირჩიეთ Windows 11 Pro. Home-დან Pro-ზე გადასვლა მოგვიანებითაც შეიძლება, Pro-ს ლიცენზიით, ფაილების წაშლის გარეშე.

OEM ლიცენზიის თავისებურებები

  • OEM ლიცენზია ებმება იმ კომპიუტერს, რომელზეც პირველად გააქტიურდება.
  • სხვა კომპიუტერზე გადატანა, როგორც წესი, არ ხდება. ერთი და იმავე კომპიუტერზე Windows-ის ხელახლა დაყენებისას ლიცენზია ავტომატურად აღდგება ან იმავე კოდით გააქტიურდება.
  • დედაპლატის (motherboard) შეცვლისას Microsoft კომპიუტერს ახალ მოწყობილობად მიიჩნევს და ლიცენზია შეიძლება აღარ გააქტიურდეს.

მინიმალური სისტემური მოთხოვნები

  • პროცესორი: 1 GHz ან მეტი, 2 ან მეტი ბირთვი, 64-ბიტიანი, Windows 11-თან თავსებადი
  • ოპერატიული მეხსიერება: 4 GB
  • მეხსიერება (დისკი): 64 GB
  • სისტემის firmware: UEFI, Secure Boot
  • TPM: ვერსია 2.0
  • ვიდეობარათი: DirectX 12 და WDDM 2.0 მხარდაჭერით
  • ეკრანი: 720p, 9 ინჩზე მეტი დიაგონალით
  • ინტერნეტი და Microsoft-ის ანგარიში: Windows 11 Home-ის პირველადი დაყენებისთვის საჭიროა

თავსებადობის შესამოწმებლად გამოიყენეთ Microsoft-ის უფასო პროგრამა „PC Health Check“.

როგორ მიიღებთ ლიცენზიას

  • გადახდის დადასტურების შემდეგ ლიცენზიის კოდი ჩნდება თქვენს ანგარიშში: ჩემი პროფილი → ჩემი ლიცენზიები.
  • ელფოსტაზე მოგივათ შეტყობინება, რომ ლიცენზია მზად არის.
  • სურვილის შემთხვევაში, „ჩემ ლიცენზიებში“ ღილაკით „ელფოსტაზე გაგზავნა“ კოდს საკუთარ ელფოსტაზეც მიიღებთ.

დაყენების ინსტრუქცია (ახალი ინსტალაცია)

  1. შეამოწმეთ, აკმაყოფილებს თუ არა კომპიუტერი სისტემურ მოთხოვნებს (PC Health Check).
  2. შეინახეთ მნიშვნელოვანი ფაილები — სუფთა ინსტალაცია დისკს შლის.
  3. გახსენით Microsoft-ის ოფიციალური გვერდი microsoft.com/software-download/windows11 და ჩამოტვირთეთ „Media Creation Tool“.
  4. მინიმუმ 8 GB-იანი USB მეხსიერებით შექმენით ჩამტვირთავი ფლეშკა (პროგრამა ამას თავად გააკეთებს).
  5. ჩადეთ ფლეშკა კომპიუტერში, ჩართვისას გახსენით ჩატვირთვის მენიუ (ხშირად F12, F11, F8 ან Esc) და აირჩიეთ USB.
  6. ინსტალაციის დროს, როცა პროდუქტის გასაღებს მოგთხოვთ, შეიყვანეთ თქვენი კოდი — ან აირჩიეთ „I don't have a product key“ და კოდი შემდეგ შეიყვანეთ.
  7. ვერსიის არჩევისას მონიშნეთ Windows 11 Home.
  8. დაუკავშირდით ინტერნეტს, შედით Microsoft-ის ანგარიშით და დაასრულეთ ინსტალაცია ეკრანზე გამოსული ინსტრუქციით.

აქტივაცია უკვე დაყენებულ Windows 11-ზე

  1. გახსენით: Settings (პარამეტრები) → System (სისტემა) → Activation (აქტივაცია).
  2. დააჭირეთ „Change product key“ (პროდუქტის გასაღების შეცვლა).
  3. შეიყვანეთ 25-ნიშნა კოდი „ჩემი ლიცენზიებიდან“ და დაადასტურეთ.
  4. აქტივაციის შემდეგ იმავე გვერდზე ეწერება „Windows is activated“.

Home-ის კოდი მხოლოდ Windows 11 Home-ს ააქტიურებს. თუ კომპიუტერზე Pro დგას, ჯერ Home უნდა დააყენოთ — ან შეიძინოთ Windows 11 Pro.

ხშირი კითხვები

შემიძლია Windows 10-დან გადასვლა?

დიახ, თუ კომპიუტერი Windows 11-ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. Windows 10-ის ფაილების შენარჩუნებით განახლებაც შეიძლება და სუფთა ინსტალაციაც.

რა ვქნა, თუ აქტივაცია ვერ მოხერხდა?

შეამოწმეთ ინტერნეტ კავშირი, დარწმუნდით, რომ დაყენებულია Windows 11 Home (და არა Pro ან სხვა ვერსია) და კოდი სწორად არის შეყვანილი. თუ პრობლემა რჩება, დაგვიკავშირდით — დაგეხმარებით დაყენებასა და აქტივაციაში.

გამოდგება თამაშებისთვის?

დიახ, Windows 11 Home სრულად უჭერს მხარს თამაშებს — DirectX 12 Ultimate, Auto HDR და Xbox აპლიკაცია ჩაშენებულია.

შესაძლებელია თანხის დაბრუნება?

ციფრული პროდუქტის კოდის მიღების შემდეგ დაბრუნების უფლება აღარ მოქმედებს (იხ. დაბრუნების პოლიტიკა). შეკვეთამდე დარწმუნდით, რომ კომპიუტერი სისტემურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

შეფასებები

ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.

შეფასების დაწერა

შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.