მომსახურების პირობები

ეს პირობები არეგულირებს b2service.ge-ზე ციფრული ლიცენზიების, პროგრამული პროდუქტებისა და მომსახურების შეძენას, ანგარიშის გამოყენებას და ჩვენს ურთიერთობას.

1. ვინ ვართ

საიტს b2service.ge მართავს და გამყიდველია ინდივიდუალური მეწარმე ვაჟა ურმიშვილი (საიდენტიფიკაციო კოდი 20001068135, დღგ-ის გადამხდელი), იურიდიული მისამართი: საქართველო, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი კონდოლი, მე-12 ქუჩა, N 16 (შემდგომში — „B2 Service“, „ჩვენ“).

  • ელფოსტა: hello@b2service.ge
  • ტელეფონი / WhatsApp: +995 557 66 70 50
  • სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–20:00

2. ტერმინები

  • საიტი — b2service.ge და მისი ინგლისური ვერსია b2service.ge/en.
  • მომხმარებელი, „თქვენ“ — ფიზიკური პირი ან კომპანია, რომელიც საიტით სარგებლობს ან შეკვეთას აფორმებს.
  • ციფრული პროდუქტი — პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის გასაღები (კოდი), გამოწერა ან სხვა ციფრული შინაარსი, რომელიც არამყარი მატარებლით, ელექტრონულად მიეწოდება.
  • მომსახურება — ტექნიკური სამუშაო (მაგ. ოპერაციული სისტემის ან პროგრამის ინსტალაცია), რომელიც შეკვეთაში ჩვენი თანამშრომლის მიერ ემატება.
  • ანგარიში — საიტზე რეგისტრირებული პროფილი, საიდანაც შეკვეთები, ინვოისები და ლიცენზიები იმართება.

3. პირობებზე თანხმობა და მათი ცვლილება

რეგისტრაციისას, Google-ით პირველი შესვლისას ან ჩვენ მიერ გამოგზავნილი ბმულით ანგარიშის დადასტურებისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თანხმობის დრო ინახება თქვენს ანგარიშში.

პირობები შეიძლება შეიცვალოს კანონმდებლობის, საიტის ფუნქციების ან ბიზნეს-პროცესების ცვლილების გამო. ახალი რედაქცია ქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ცვლილება არსებითია, შესული მომხმარებელი საიტზე ნახავს შეტყობინებას შეცვლილი პოლიტიკების ბმულებით და საიტით სარგებლობის გაგრძელებამდე ხელახლა დაადასტურებს თანხმობას. უკვე გაფორმებულ შეკვეთაზე ვრცელდება ის პირობები, რომლებიც შეკვეთის გაფორმების მომენტში მოქმედებდა.

4. ანგარიში

4.1. ვის შეუძლია რეგისტრაცია

საიტით სარგებლობა და შეკვეთის გაფორმება შეუძლია 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს, ასევე კომპანიას მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. კომპანიის სახელით შეკვეთისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ამის უფლება.

4.2. რეგისტრაცია და შესვლა

  • რეგისტრაციისთვის საჭიროა სახელი, ელფოსტა და პაროლი. პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს, ერთ დიდ ლათინურ ასოს და ერთ ციფრს.
  • ელფოსტა დასტურდება 6-ნიშნა კოდით, რომელიც 10 წუთი მოქმედებს. დადასტურებამდე ანგარიშით შეკვეთის გაფორმება შეუძლებელია.
  • შესაძლებელია Google-ის ანგარიშით შესვლაც. ამ შემთხვევაში ელფოსტას Google ადასტურებს და ის ჩვენთან ვერ შეიცვლება.
  • თუ ანგარიში ჩვენმა თანამშრომელმა შექმნა (მაგ. ტელეფონით ან კორპორატიული შეკვეთისას), ელფოსტაზე მიიღებთ ბმულს, რომლითაც პირობებს დაადასტურებთ და ერთჯერად პაროლს მიიღებთ. ერთჯერადი პაროლი 7 დღე მოქმედებს და პირველივე შესვლისას უნდა შეიცვალოს.
  • პაროლის აღდგენა ხდება ელფოსტაზე გამოგზავნილი კოდით.

4.3. ანგარიშის უსაფრთხოება

თქვენ პასუხისმგებელი ხართ პაროლის საიდუმლოდ შენახვაზე და ანგარიშიდან შესრულებულ მოქმედებებზე. თუ ფიქრობთ, რომ ანგარიშზე წვდომა სხვამაც მოიპოვა, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი და დაგვიკავშირდით. უსაფრთხოების მიზნით, 30 წუთის უმოქმედობის შემდეგ სესია ავტომატურად სრულდება. შესვლის მცდელობების რაოდენობა შეზღუდულია.

4.4. მონაცემების სიზუსტე

შეკვეთის გაფორმებისას მიუთითეთ სწორი სახელი, ტელეფონი და ელფოსტა, ხოლო კომპანიის შემთხვევაში — კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი. ამ მონაცემებით მზადდება ინვოისი და, საჭიროების შემთხვევაში, RS.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურა. არასწორი მონაცემებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხს ვერ ვაგებთ.

4.5. ანგარიშის დაბლოკვა

ვიტოვებთ უფლებას, დროებით ან ვადის მითითების გარეშე შევზღუდოთ ანგარიში, თუ არსებობს თაღლითობის, სხვისი გადახდის საშუალების გამოყენების, საიტის ბოროტად გამოყენების ან ამ პირობების სხვა არსებითი დარღვევის საფუძვლიანი ეჭვი. დაბლოკვის დროს საიტზე ჩანს შეტყობინება და ვადა; კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

4.6. ანგარიშის წაშლა

ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ თავად, პროფილის გვერდიდან („ანგარიშის წაშლა“). წაშლის შემდეგ პროფილზე წვდომა წყდება, ხოლო შეკვეთები და ინვოისები ინახება იმ ვადით, რასაც საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობა მოითხოვს (იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა). წაშლილი ანგარიშის ელფოსტით ხელახალი რეგისტრაცია შესაძლებელია 3 დღის შემდეგ. წაშლამდე გადაინახეთ თქვენი ლიცენზიის კოდები — წაშლის შემდეგ ისინი „ჩემ ლიცენზიებში“ აღარ გამოჩნდება.

5. პროდუქტები და ლიცენზიები

5.1. რას ვყიდით

საიტზე იყიდება მესამე მწარმოებლების (მაგ. Microsoft, ESET, Adobe) პროგრამული პროდუქტების ლიცენზიები და გამოწერები, მათი ნაკრებები (ბანდლები), ასევე ჩვენი მომსახურება. პროდუქტის გვერდზე მითითებულია ვერსია/გამოცემა, ლიცენზიის ტიპი და ვადა (მაგ. ერთჯერადი, წლიური ან თვიური გამოწერა), მოწყობილობების რაოდენობა და სხვა არსებითი მახასიათებლები. შეკვეთამდე გადაამოწმეთ, რომ პროდუქტი თავსებადია თქვენს მოწყობილობასთან და ოპერაციულ სისტემასთან. კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შეკვეთამდე.

5.2. მწარმოებლის პირობები

ლიცენზიის გამოყენებაზე, გააქტიურებაზე, ტექნიკურ შეზღუდვებსა და განახლებებზე ვრცელდება მწარმოებლის სალიცენზიო შეთანხმება (EULA) და წესები. ჩვენ ვართ გამყიდველი და არა პროგრამის მწარმოებელი, ამიტომ პროგრამის ფუნქციონალს, განახლებებსა და მწარმოებლის სერვისების ხელმისაწვდომობას მწარმოებელი განსაზღვრავს. ზოგი ლიცენზია (მაგ. OEM) ერთ მოწყობილობაზეა მიბმული და სხვაზე ვერ გადავა — ეს მითითებულია პროდუქტის აღწერაში.

5.3. ბანდლები

ბანდლი რამდენიმე პროდუქტის ნაკრებია ფიქსირებული ფასით. ბანდლის შეძენისას თითოეული შემადგენელი პროდუქტის ლიცენზიის კოდი ცალკე გაიცემა და „ჩემ ლიცენზიებში“ შემადგენელი პროდუქტის სახელით ჩანს.

5.4. მარაგი

ციფრული ლიცენზიების მარაგი საიტზე რეალურ დროში ჩანს. თუ პროდუქტი მარაგში არ არის, მის ნაცვლად ჩანს ღილაკი „მოთხოვნით“.

5.5. „ფასი მოთხოვნით“ და პროდუქტის მოთხოვნა

ზოგ პროდუქტზე ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება — ასეთ პროდუქტს კალათაში ვერ დაამატებთ; მის ნაცვლად გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა. თუ საიტზე სასურველი პროდუქტი ვერ იპოვეთ ან ის მარაგში არ არის, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა „მოთხოვნით“ (საჭიროა ანგარიშით შესვლა; შეგიძლიათ მიამაგროთ 3-მდე დოკუმენტი, თითო 10 MB-მდე). ერთი მომხმარებლიდან 24 საათში მიიღება 3-მდე მოთხოვნა. პასუხს ელფოსტით მიიღებთ. მოთხოვნა არ არის შეკვეთა და ჩვენთვის პროდუქტის მიწოდების ვალდებულებას არ ქმნის.

5.6. ინფორმაციის სიზუსტე

ვცდილობთ, პროდუქტების აღწერა, შედარების ცხრილები და სურათები ზუსტი იყოს. სურათი შეიძლება იყოს საილუსტრაციო, ხოლო შედარების ცხრილი — ზოგადი ინფორმაცია, რომელიც მწარმოებლის ოფიციალურ აღწერას არ ცვლის. აშკარა შეცდომის აღმოჩენისას (მაგ. არასწორი ფასი ან აღწერა) ვიტოვებთ უფლებას, შეკვეთამდე გავასწოროთ ის, ხოლო უკვე გაფორმებულ შეკვეთაზე შემოგთავაზოთ სწორი პირობები ან გავაუქმოთ შეკვეთა და დაგიბრუნოთ გადახდილი თანხა სრულად.

6. ფასები

  • ყველა ფასი მითითებულია ლარში (GEL) და მოიცავს დღგ-ს (18%). დღგ-ის თანხა ცალკე ჩანს checkout-ში, შეკვეთებში და ინვოისზე.
  • ციფრული პროდუქტის მიწოდება უფასოა — დამატებითი საფასური არ არსებობს.
  • ფასდაკლებისას საიტზე ჩანს ძველი ფასი და ფასდაკლების პროცენტი.
  • ფასი შეიძლება შეიცვალოს. შეკვეთაზე მოქმედებს ის ფასი, რომელიც შეკვეთის გაფორმების მომენტში ჩანდა.

7. შეკვეთის გაფორმება

  1. დაამატეთ პროდუქტები კალათაში და გადადით გადახდაზე. შეკვეთის გაფორმება შეუძლია მხოლოდ ანგარიშით შესულ მომხმარებელს.
  2. აირჩიეთ მომხმარებლის ტიპი — ფიზიკური პირი ან კომპანია (კომპანიის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, ელფოსტა, ტელეფონი). კომპანიის სახელი შეიძლება ავტომატურად შეივსოს RS.ge-ის მონაცემებით.
  3. მიუთითეთ საკონტაქტო პირი და ტელეფონი, აირჩიეთ გადახდის მეთოდი და, სურვილის შემთხვევაში, გამოიყენეთ პრომოკოდი.
  4. ციფრული პროდუქტის შეძენისას აუცილებელია დაადასტუროთ, რომ ეთანხმებით ციფრული კოდის/ლიცენზიის მიწოდების დაწყებას და იცით, რომ მიწოდების შემდეგ კარგავთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის (დაბრუნების) უფლებას (იხ. დაბრუნების პოლიტიკა). დადასტურების დრო ინახება შეკვეთაში.
  5. დადასტურების შემდეგ შეკვეთა ფორმდება, ჩანს გვერდზე „ჩემი შეკვეთები“ და მიიღებთ შეტყობინებას ელფოსტით.

ხელშეკრულება დადებულად ითვლება შეკვეთის გაფორმებისთანავე. ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ შეკვეთა, თუ: პროდუქტი ტექნიკური შეცდომის გამო აღმოჩნდა მარაგის გარეშე; ფასი აშკარად არასწორი იყო; არსებობს თაღლითობის საფუძვლიანი ეჭვი. ასეთ შემთხვევაში გაცნობებთ მიზეზს და გადახდილ თანხას დაგიბრუნებთ სრულად.

შეკვეთა შეიძლება გაფორმდეს ჩვენი თანამშრომლის მიერაც (მაგ. ტელეფონით, ელფოსტით ან კორპორატიული შეთავაზების საფუძველზე). ასეთი შეკვეთა თქვენს ანგარიშში ჩანს და მასზე ეს პირობები ვრცელდება.

8. გადახდა

8.1. ინვოისით (საბანკო გადარიცხვა)

შეკვეთისთანავე ელფოსტაზე მიიღებთ ინვოისს PDF ფორმატში. ის ხელმისაწვდომია „ჩემ შეკვეთებშიც“. ინვოისზე მითითებულია ჩვენი საბანკო ანგარიშები (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი), თანხა და გადახდის ვადა. გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი. გადახდა დადასტურდება თანხის ჩვენს ანგარიშზე ასახვის შემდეგ, სამუშაო საათებში. ვადაში გადაუხდელი შეკვეთა შეიძლება გაუქმდეს. თუ დღგ-ის გადამხდელი კომპანია ხართ, შეგვიძლია RS.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურაც გამოგიწეროთ.

8.2. ბარათით

ბარათით გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის (მისი გადახდების პარტნიორის, Flitt-ის) დაცულ გვერდზე, თქვენი არჩევანით,, სადაც გადამისამართდებით. ბარათის მონაცემებს შეიყვანთ მხოლოდ ბანკის გვერდზე — ჩვენ მათ ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ. გადახდის წარმატებით დასრულებისას შეკვეთა ავტომატურად დადასტურდება. თუ გადახდა არ შედგა, შეკვეთა არ ფორმდება და შეგიძლიათ თავიდან სცადოთ ან სხვა მეთოდი აირჩიოთ. მეთოდი, რომელიც დროებით მიუწვდომელია, checkout-ში მონიშნულია როგორც „მალე“.

8.3. სხვა

განვადება — საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის განვადებით: ვადას ირჩევთ ბანკის კალკულატორში, განაცხადს ავსებთ ბანკის გვერდზე და გადაწყვეტილებას იღებს ბანკი, მისი პირობებით. შეკვეთა დადასტურდება და ლიცენზიას მიიღებთ ბანკის მიერ თანხის გადახდის შემდეგ. თუ ბანკმა განაცხადი არ დაამტკიცა, შეკვეთა არ ფორმდება.

ქულებით გადახდა — საქართველოს ბანკის MR / Plus ქულებით, ბანკის დაცულ გვერდზე. ქულების ღირებულებას და ჩამოჭრას ბანკი განსაზღვრავს. შეკვეთა დადასტურდება და ლიცენზიას მიიღებთ გადახდის შემდეგ.

9. კუპონები და პრომოკოდები

  • ერთ შეკვეთაზე მოქმედებს ერთი კუპონი. ახალი კოდის შეყვანა წინას ცვლის.
  • კუპონს შეიძლება ჰქონდეს პირობები: მოქმედების ვადა, მინიმალური თანხა, კონკრეტული პროდუქტები ან კატეგორიები, გამოყენების ლიმიტი (საერთო ან ერთ მომხმარებელზე), მხოლოდ ახალი ან არსებული მყიდველებისთვის, მხოლოდ კომპანიებისთვის ან კონკრეტული მომხმარებლისთვის. თუ პირობა არ სრულდება, checkout-ში ჩანს მიზეზი.
  • კუპონი ფულად არ იცვლება და სხვა პირს არ გადაეცემა, თუ მის პირობებში სხვა რამ არ წერია.
  • კუპონის ბოროტად გამოყენებისას (მაგ. მრავალი ანგარიშის შექმნით) ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ ფასდაკლება ან შეკვეთა.

10. მიწოდება

ციფრული პროდუქტი მიეწოდება ელექტრონულად, გადახდის დადასტურების შემდეგ: ლიცენზიის კოდი ჩანს გვერდზე „ჩემი ლიცენზიები“, ხოლო ელფოსტაზე მოდის შეტყობინება. დეტალები — მიწოდების პოლიტიკაში.

11. დაბრუნება და შეკვეთის გაუქმება

დაბრუნების, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და თანხის დაბრუნების წესი აღწერილია დაბრუნების პოლიტიკაში, რომელიც ამ პირობების განუყოფელი ნაწილია.

12. მომსახურება

მომსახურება (მაგ. Windows-ის ან macOS-ის ინსტალაცია, პროგრამების დაყენება) საიტზე ცალკე არ იყიდება. მას შეკვეთაში ამატებს ჩვენი თანამშრომელი თქვენთან შეთანხმებით, ფასით ჩვენი ფასების სიიდან. შესრულების დრო, ადგილი და ფორმა (დისტანციურად ან ადგილზე) წინასწარ თანხმდება. მომსახურება შეკვეთაში, ინვოისსა და „ჩემ შეკვეთებში“ ცალკე ხაზად ჩანს.

13. კორპორატიული შეთავაზებები

კომპანიებს ვუგზავნით ინდივიდუალურ შეთავაზებას ელფოსტით: PDF დოკუმენტს და პირად ბმულს, სადაც ჩანს ერთი ან რამდენიმე პაკეტი, ფასები (დღგ-ს გარეშე და დღგ-ით), შედარების ცხრილი, პირობები და მოქმედების ვადა.

  • შეთავაზება მოქმედებს მასში მითითებული თარიღის ჩათვლით (თბილისის დროით). ამის შემდეგ ის აღარ დასტურდება და საჭიროების შემთხვევაში ახალს გამოგიგზავნით.
  • ბმული პირადია. ნუ გადაუგზავნით მას პირს, რომელსაც კომპანიის სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს.
  • პაკეტის არჩევით და დადასტურებით (სახელი, ტელეფონი, პირობებზე თანხმობა და ციფრული პროდუქტის დაბრუნების უფლებაზე უარი) ავტომატურად იქმნება შეკვეთა და მოდის ინვოისი. შეთავაზების ინდივიდუალური პირობები ამ პირობებთან ერთად ვრცელდება; წინააღმდეგობისას უპირატესია შეთავაზების პირობები.
  • შეთავაზებაზე უარის თქმა შეგიძლიათ იქვე, მიზეზის მითითებით.

14. შეტყობინებები და მარკეტინგი

სერვისულ წერილებს (ელფოსტის დადასტურების კოდი, შეკვეთა, ინვოისი, ლიცენზიის მზადყოფნა, პასუხი მოთხოვნაზე) ვაგზავნით თანხმობის გარეშე, რადგან ისინი შეკვეთის შესრულებისთვის აუცილებელია. სარეკლამო წერილებსა და კუპონებს ვაგზავნით მხოლოდ თქვენი თანხმობით. თანხმობის გაცემა ან გაუქმება შეგიძლიათ რეგისტრაციისას, პროფილის ბლოკში „შეტყობინებები“ ან ნებისმიერ სარეკლამო წერილში ბმულით „გამოწერის გაუქმება“.

15. აკრძალული ქმედებები

აკრძალულია:

  • სხვისი ანგარიშის, ელფოსტის ან გადახდის საშუალების უნებართვოდ გამოყენება;
  • საიტის მუშაობის შეფერხების მცდელობა, დაცვის მექანიზმების გვერდის ავლა, მავნე კოდის ატვირთვა;
  • საიტის შიგთავსის ავტომატური მასობრივი ჩამოტვირთვა (scraping) ან მოთხოვნების გადატვირთვა;
  • ყალბი მოთხოვნების ან შეკვეთების გაგზავნა, კუპონების ბოროტად გამოყენება;
  • შეძენილი ლიცენზიის გამოყენება მწარმოებლის სალიცენზიო პირობების დარღვევით.

16. ინტელექტუალური საკუთრება

საიტის დიზაინი, ტექსტები, ლოგო და სხვა მასალა ეკუთვნის B2 Service-ს ან გამოიყენება ლიცენზიით. მათი კოპირება ან კომერციული მიზნით გამოყენება ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია. მწარმოებლების სახელები და სავაჭრო ნიშნები (Microsoft, Windows, Office, ESET, Adobe და სხვ.) მათ მფლობელებს ეკუთვნის და გამოიყენება მხოლოდ პროდუქტის აღსაწერად.

17. პასუხისმგებლობა

  • ვაგებთ პასუხს, რომ მიწოდებული ლიცენზიის კოდი ნამდვილი და გამოუყენებელია და შეესაბამება შეკვეთილ პროდუქტს. გაუმართავი კოდის შემთხვევაში ვმოქმედებთ დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.
  • არ ვაგებთ პასუხს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია: მწარმოებლის პროგრამის ან სერვისის ხარვეზით ან შეწყვეტით; ლიცენზიის არასწორი გამოყენებით ან მწარმოებლის პირობების დარღვევით; შეუთავსებელი მოწყობილობით, თუ თავსებადობის ინფორმაცია პროდუქტის გვერდზე ეწერა; ლიცენზიის კოდის მესამე პირისთვის გამჟღავნებით თქვენი მხრიდან.
  • საიტის დროებითი მიუწვდომლობა ტექნიკური სამუშაოების ან ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ჩაითვლება ვალდებულების დარღვევად.
  • ეს პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და სხვა იმპერატიული ნორმები ანიჭებს.

18. ფორს-მაჟორი

მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულება ვერ შესრულდა მათგან დამოუკიდებელი, დაუძლეველი გარემოების გამო (მაგ. სტიქია, ომი, სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება, ბანკის, ელექტროენერგიის ან ინტერნეტის მასშტაბური შეფერხება). ასეთ შემთხვევაში ვალდებულება სრულდება გარემოების აღმოფხვრის შემდეგ.

19. მოქმედი კანონმდებლობა და დავები

ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. პრეტენზიის შემთხვევაში ჯერ დაგვიკავშირდით ელფოსტით hello@b2service.ge — ვეცდებით, საკითხი მოლაპარაკებით გადავწყვიტოთ. მომხმარებელს ასევე შეუძლია მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მედიაციას ან საქართველოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.

20. კონტაქტი

კითხვების, პრეტენზიებისა და შენიშვნებისთვის: hello@b2service.ge, +995 557 66 70 50 (ორშაბათი–პარასკევი, 10:00–20:00).

← მთავარ გვერდზე