
Adobe Express for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Adobe Express for teams არის მარტივი ონლაინ დიზაინის ინსტრუმენტი გუნდებისთვის: სოციალური ქსელების პოსტები, სთორები, ფლაერები, პრეზენტაციები და მოკლე ვიდეოები — მზა შაბლონებით, დიზაინერის გარეშეც.
რისი გაკეთება შეგიძლიათ
- ათასობით მზა შაბლონი სოციალური ქსელებისთვის, ბეჭდური და სარეკლამო მასალისთვის.
- ბრენდის ნაკრები: ლოგოები, ფერები და შრიფტები ყველასთვის ერთნაირი — ბრენდი არ ირღვევა.
- AI ფუნქციები: სურათის და ტექსტის ეფექტების გენერაცია, ფონის მოშორება ერთი დაჭერით.
- მოკლე ვიდეოები და ანიმაციები.
- საერთო მუშაობა: დიზაინის გაზიარება, კომენტარები, შაბლონების ჩაკეტვა.
- მუშაობს ბრაუზერში და ტელეფონზე — ინსტალაციის გარეშე.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
ვისთვისაა
მარკეტინგის და SMM გუნდები, მცირე ბიზნესი, ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებსაც სწრაფად სჭირდებათ ბრენდირებული ვიზუალი.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
საჭიროა ინსტალაცია?
არა. Adobe Express მუშაობს ბრაუზერში და მობილურ აპლიკაციაში.
რით განსხვავდება Photoshop-ისგან?
Express მზა შაბლონებით სწრაფი დიზაინისთვისაა და დიზაინერის ცოდნას არ ითხოვს. Photoshop პროფესიონალური ფოტო-რედაქტირებისა და რთული დიზაინისთვისაა.
შედის Express Creative Cloud Pro-ში?
დიახ. თუ თანამშრომელს სხვა Adobe-ის პროგრამებიც სჭირდება, შეადარეთ Creative Cloud Pro for teams.
შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?
დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.



