
Creative Cloud Pro for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Creative Cloud Pro for teams არის Adobe-ის სრული კრეატიული პაკეტი ორგანიზაციებისთვის: ერთი ლიცენზიით თანამშრომელი იღებს 20-ზე მეტ დესკტოპ აპლიკაციას, მობილურ და ვებ ვერსიებს, AI ფუნქციებს და ღრუბლოვან სივრცეს. ის ერგება დიზაინის, მარკეტინგისა და ვიდეოს გუნდებს, სააგენტოებს და ორგანიზაციებს, სადაც ერთ ადამიანს რამდენიმე პროგრამა სჭირდება.
რა შედის
- 20+ აპლიკაცია: Photoshop, Illustrator, InDesign, Premiere Pro, After Effects, Lightroom, Acrobat Pro, Audition, Animate, Dreamweaver, Adobe Express და სხვ.
- გენერაციული AI: სტანდარტული ფუნქციები (მაგ. Generative Fill Photoshop-ში) შეზღუდვის გარეშე, პრემიუმ ვიდეო და აუდიო ფუნქციებისთვის — თვიური კრედიტები.
- 1 TB ღრუბლოვანი სივრცე თითო მომხმარებელზე.
- გუნდის ბიბლიოთეკები: საერთო ფერები, შრიფტები, ლოგოები და შაბლონები, რომლებიც კომპანიას ეკუთვნის.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
- თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).
როდის ჯობს Creative Cloud Pro
თუ თანამშრომელს 3 ან მეტი Adobe-ის პროგრამა სჭირდება, Creative Cloud Pro ცალკეულ აპლიკაციებზე იაფი გამოდის. თუ მხოლოდ ერთი ან ორი პროგრამა სჭირდება (მაგ. მხოლოდ Photoshop), ჯობს ცალკეული აპლიკაცია for teams.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
რით განსხვავდება Creative Cloud Pro ცალკეული აპლიკაციისგან?
Creative Cloud Pro ერთ მომხმარებელს Adobe-ის ყველა დესკტოპ აპლიკაციას აძლევს, ცალკეული აპლიკაცია — მხოლოდ ერთს. 3 ან მეტ პროგრამაზე Creative Cloud Pro უფრო ხელსაყრელია.
რამდენ კომპიუტერზე შეიძლება ინსტალაცია?
თითო ლიცენზიით მომხმარებელს პროგრამების აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე.
შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?
დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.
რით განსხვავდება Creative Cloud Pro Plus-ისგან?
Pro Plus-ს დამატებით აქვს Adobe Stock-ის სტანდარტული რესურსები შეზღუდვის გარეშე და Firefly-ით შექმნილ შედეგებზე გაფართოებული სამართლებრივი დაცვა. თუ Stock არ გჭირდებათ, Creative Cloud Pro საკმარისია.
როგორ ვიღებ ლიცენზიას?
ციფრულად, ორგანიზაციის Adobe Admin Console-ში, გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში. ფიზიკური კოდი ან დისკი არ არის.
შეიძლება წლის შუაში ლიცენზიის დამატება?
დიახ. დამატებული ლიცენზიის ფასი ითვლება მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდზე, ვადა კი დანარჩენ ლიცენზიებს ემთხვევა.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.




