
Acrobat Pro for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Adobe Acrobat Pro for teams არის PDF-თან მუშაობის სრული ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის: დოკუმენტების შექმნა, რედაქტირება, კონვერტაცია, დაცვა და ელექტრონული ხელმოწერა — ერთ პროგრამაში, ცენტრალიზებული მართვით.
რისი გაკეთება შეგიძლიათ
- PDF-ის რედაქტირება: ტექსტისა და სურათების შეცვლა პირდაპირ PDF-ში.
- კონვერტაცია: PDF ↔ Word, Excel, PowerPoint; სკანირებული დოკუმენტის ტექსტად გადაქცევა (OCR).
- ელექტრონული ხელმოწერა: დოკუმენტის გაგზავნა ხელმოსაწერად, რამდენიმე ხელმომწერი, სტატუსის თვალყურის დევნება, მასობრივი გაგზავნა (bulk send).
- დაცვა: პაროლი, უფლებების შეზღუდვა, მგრძნობიარე ინფორმაციის სამუდამოდ წაშლა (Redact).
- შედარება: ორი ვერსიის სხვაობის ჩვენება.
- ხელმისაწვდომობის შემოწმება, PDF/A და ბეჭდვის სტანდარტები.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
- თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).
Standard, Pro თუ Studio
- Standard — PDF-ის რედაქტირება, კონვერტაცია და ხელმოწერა ძირითადი საჭიროებისთვის.
- Pro — Standard-ს ემატება OCR, შედარება, Redact, მასობრივი ხელმოწერა და სხვ. ორგანიზაციების უმეტესობისთვის ოპტიმალურია.
- Studio — Pro + AI ასისტენტი და Adobe Express Premium.
დეტალური შედარება ქვემოთ, ცხრილშია.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
რით განსხვავდება Acrobat Pro უფასო Acrobat Reader-ისგან?
Reader მხოლოდ PDF-ის ნახვის, კომენტარის და მარტივი ხელმოწერისთვისაა. Pro-თი PDF-ის რედაქტირება, კონვერტაცია, დაცვა და ხელმოსაწერად გაგზავნა შეიძლება.
ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა შეზღუდულია?
Adobe-ის ინფორმაციით, Acrobat for teams გეგმებში ხელმოწერების მოთხოვნას გამოყენების ლიმიტი არ აქვს.
Standard-ს თუ Pro-ს ავირჩიო?
თუ გჭირდებათ დოკუმენტების შედარება, მგრძნობიარე ინფორმაციის წაშლა, სკანირებულის რედაქტირება ან ბევრი ადამიანისთვის ერთად ხელმოსაწერად გაგზავნა — Pro. მხოლოდ რედაქტირებისა და კონვერტაციისთვის Standard საკმარისია.
მუშაობს macOS-ზე?
დიახ, Windows-ზეც და macOS-ზეც. თითო ლიცენზიით აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.
შედის Acrobat Pro Creative Cloud Pro-ში?
დიახ. თუ თანამშრომელს Acrobat-თან ერთად Photoshop ან სხვა კრეატიული პროგრამაც სჭირდება, Creative Cloud Pro შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.





