
Adobe Photoshop & Premiere Elements 2026 – 3 წლიანი ლიცენზია
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Adobe Photoshop & Premiere Elements 2026 არის ორი პროგრამის ნაკრები სახლისთვის: Photoshop Elements ფოტოებისთვის და Premiere Elements ვიდეოებისთვის. ლიცენზია 3 წლით, ერთჯერადი გადახდით — ცალ-ცალკე ყიდვაზე ხელსაყრელია.
რა შედის
- Photoshop Elements 2026: ფოტოს სწრაფი გასწორება, Guided რედაქტირება, ზედმეტი ობიექტის ამოღება, ძველი ფოტოს აღდგენა, სურათის გენერაცია ტექსტით, კოლაჟები და ბარათები.
- Premiere Elements 2026: მარტივი ვიდეო მონტაჟი, ტიტრები, მუსიკა, შაბლონები, ვიდეოს მორგება სოციალური ქსელებისთვის.
- საერთო Organizer: ფოტოები და ვიდეოები ერთ კატალოგში — სახეების, ადგილების და თარიღების მიხედვით.
ვისთვისაა
ოჯახის ფოტო და ვიდეო არქივი, მოგზაურობის ვიდეოები, ჰობი, სოციალური ქსელები — პროფესიონალური ცოდნის გარეშე.
როგორ ხდება მიწოდება
ლიცენზიას იღებთ ციფრული კოდით (redemption code) ელფოსტით. კოდს Adobe-ის ანგარიშზე (Adobe ID) გაააქტიურებთ და პროგრამას Adobe-ის საიტიდან ჩამოტვირთავთ. B2 Service — Adobe Certified Reseller — დაგეხმარებათ გააქტიურებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
რას ნიშნავს 3 წლიანი ლიცენზია?
იხდით ერთხელ და პროგრამით სარგებლობთ 3 წლის განმავლობაში, ყოველთვიური ან წლიური გადასახადის გარეშე. ვადის გასვლის შემდეგ პროგრამა აღარ იხსნება, ფოტოები და ვიდეოები კი თქვენს კომპიუტერზე რჩება. გაგრძელება შეიძლება ახალი ვერსიის შეძენით.
მივიღებ შემდეგი წლის ვერსიას?
არა. ლიცენზია 2026 ვერსიაზეა და მოიცავს მის შესწორებებს. ახალი ვერსია (მაგ. 2027) ცალკე იყიდება.
ცალ-ცალკე ყიდვაზე იაფია?
დიახ, ნაკრები ორ ცალკე ლიცენზიაზე ხელსაყრელია.
რამდენ კომპიუტერზე შეიძლება ინსტალაცია?
ორივე პროგრამის აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.



