AI Assistant for Acrobat for teams

AI Assistant for Acrobat for teams

Adobe

ფასი მოთხოვნით

AI Assistant for Acrobat for teams არის Acrobat-ისა და Acrobat Reader-ის AI დანამატი გუნდებისთვის, რომელიც აჯამებს დოკუმენტებს, პასუხობს კითხვებს წყაროს მითითებით და აჩქარებს გრძელ PDF-ებთან მუშაობას. ლიცენზიების მართვა შესაძლებელია Adobe Admin Console-იდან.

ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.

დეტალური აღწერა

AI Assistant for Acrobat for teams არის დანამატი Acrobat-ისა და Acrobat Reader-ისთვის: გრძელ დოკუმენტებს AI აჯამებს, პასუხობს კითხვებს წყაროს მითითებით და გეხმარებათ საჭირო ინფორმაციის სწრაფად პოვნაში.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

  • შეჯამება: გრძელი ხელშეკრულების, ანგარიშის ან კვლევის მოკლე შინაარსი რამდენიმე წამში.
  • კითხვა-პასუხი: კითხვა დოკუმენტზე და პასუხი ბმულით იმ ადგილზე, საიდანაც აიღო.
  • რამდენიმე დოკუმენტი ერთად: შედარება და საერთო დასკვნები.
  • ტექსტის მომზადება: ელფოსტა, მოკლე ანოტაცია, ძირითადი პუნქტები.

მნიშვნელოვანია

ეს დანამატია: მუშაობს Acrobat-ისა და Acrobat Reader-ის არსებულ ლიცენზიასთან ერთად. Acrobat Studio-ში AI ასისტენტი უკვე შედის.

რატომ Teams და არა პერსონალური

  • ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
  • Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
  • ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.

როგორ ხდება მიწოდება

  1. შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
  2. ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
  3. გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.

B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.

ხშირი კითხვები

ცალკე მუშაობს თუ Acrobat სჭირდება?

დანამატია და მუშაობს Acrobat-ში ან უფასო Acrobat Reader-ში. Acrobat Studio-ს მყიდველს ის უკვე აქვს.

დოკუმენტები უსაფრთხოდ რჩება?

Adobe-ის ინფორმაციით, მომხმარებლის დოკუმენტები AI მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენება. დეტალური პირობები Adobe-ის საიტზეა.

ქართულ დოკუმენტებთან მუშაობს?

AI ასისტენტი Adobe-ის მხარდაჭერილ ენებზე მუშაობს. ქართული ენის მხარდაჭერა გამოყენებამდე გადაამოწმეთ.

შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?

დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.

შეფასებები

ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.

შეფასების დაწერა

შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.