
Animate for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Adobe Animate for teams არის 2D ანიმაციის პროგრამა ორგანიზაციის ლიცენზიით: ანიმირებული პერსონაჟები, ვებ ბანერები, საგანმანათლებლო და ინტერაქტიული მასალა.
რისი გაკეთება შეგიძლიათ
- ვექტორული 2D ანიმაცია კადრებით და მოძრაობის გზებით.
- პერსონაჟების ანიმაცია (bones / rigging), ტუჩების სინქრონიზაცია ხმასთან.
- ინტერაქტიული კონტენტი HTML5 Canvas-ისთვის.
- ექსპორტი ვიდეოდ, GIF-ად და ვებისთვის.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
- თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).
ვისთვისაა
ანიმატორები, საგანმანათლებლო კონტენტის შემქმნელები, ვებ-ბანერების დიზაინერები.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
რით განსხვავდება Animate After Effects-ისგან?
Animate კადრობრივი და პერსონაჟების 2D ანიმაციისთვისაა, ინტერაქტიულ ვებ-კონტენტამდე. After Effects — მოძრავი გრაფიკისა და ვიდეოს ეფექტებისთვის.
რით განსხვავდება Animate for teams პერსონალური ვერსიისგან?
პროგრამა იგივეა. Teams-ში ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის, იმართება Admin Console-იდან, თანამშრომლის წასვლისას არ იკარგება და ორგანიზაციის სახელზე ანგარიშ-ფაქტურით იყიდება.
მუშაობს macOS-ზე?
დიახ, Windows-ზეც და macOS-ზეც. თითო ლიცენზიით აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.
შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?
დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.



