
Audition for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Adobe Audition for teams არის ხმის ჩაწერის, მონტაჟისა და გასუფთავების პროფესიონალური პროგრამა ორგანიზაციის ლიცენზიით: პოდკასტები, ინტერვიუები, ვიდეოს ხმა, რადიო და სარეკლამო რგოლები.
რისი გაკეთება შეგიძლიათ
- ხმის ჩაწერა და მრავალტრეკიანი მონტაჟი.
- ხმაურის მოშორება: ფონური ხმაური, ზუზუნი, დაწკაპუნებები, ექო.
- ხმის დონის გათანაბრება და სტანდარტებთან შესაბამისობა (მაგ. მაუწყებლობისთვის).
- მუსიკის ავტომატური მორგება ვიდეოს ხანგრძლივობაზე (Remix).
- კავშირი Premiere Pro-სთან — ვიდეოს ხმა გადადის Audition-ში და უკან.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
- თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).
როდის ჯობს სხვა გეგმა
თუ Audition-ს Premiere Pro-სთან ერთად იყენებთ, შეადარეთ Creative Cloud Pro for teams.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
საჭიროა Audition, თუ Premiere Pro-ში ხმა მუშავდება?
Premiere Pro-ს ხმის ძირითადი ხელსაწყოები აქვს. Audition საჭიროა დეტალური გასუფთავებისთვის, მრავალტრეკიანი ხმის მონტაჟისთვის და პოდკასტებისთვის.
რით განსხვავდება Audition for teams პერსონალური ვერსიისგან?
პროგრამა იგივეა. Teams-ში ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის, იმართება Admin Console-იდან, თანამშრომლის წასვლისას არ იკარგება და ორგანიზაციის სახელზე ანგარიშ-ფაქტურით იყიდება.
მუშაობს macOS-ზე?
დიახ, Windows-ზეც და macOS-ზეც. თითო ლიცენზიით აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.
შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?
დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.



