
Creative Cloud Pro Plus for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Creative Cloud Pro Plus for teams არის Creative Cloud Pro-ს გაფართოებული გეგმა: Adobe-ის ყველა კრეატიული აპლიკაცია და AI ფუნქციები, პლუს Adobe Stock-ის სტანდარტული რესურსები შეზღუდვის გარეშე და სამართლებრივი დაცვა Firefly-ით შექმნილ შედეგებზე. ის ერგება მარკეტინგის გუნდებსა და სააგენტოებს, რომლებიც ბევრ ფოტოს, ვექტორს და შაბლონს იყენებენ.
რა შედის
- ყველაფერი, რაც Creative Cloud Pro-შია: 20+ აპლიკაცია (Photoshop, Illustrator, InDesign, Premiere Pro, After Effects, Acrobat Pro...), 1 TB ღრუბლოვანი სივრცე, გუნდის ბიბლიოთეკები.
- Adobe Stock: მილიონობით სტანდარტული ფოტო, ვექტორი, ილუსტრაცია, შაბლონი და 3D რესურსი — შეზღუდვის გარეშე, პირდაპირ აპლიკაციებიდან.
- გენერაციული AI: სტანდარტული ფუნქციები შეზღუდვის გარეშე, პრემიუმ ვიდეო და აუდიო ფუნქციებისთვის — თვიური კრედიტები.
- IP indemnification: Adobe-ის გაფართოებული სამართლებრივი დაცვა Firefly-ით შექმნილ ზოგ შედეგზე — მნიშვნელოვანია კომერციული და სარეკლამო მასალისთვის.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
- თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).
Pro თუ Pro Plus
თუ Stock-ის მასალებს რეგულარულად ყიდულობთ ან ბევრ სარეკლამო კონტენტს ქმნით, Pro Plus ერთ გამოწერაში აერთიანებს ორივეს. თუ Stock არ გჭირდებათ, საკმარისია Creative Cloud Pro. დეტალური შედარება ქვემოთ, ცხრილშია.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
რით განსხვავდება Pro Plus Creative Cloud Pro-სგან?
აპლიკაციები და AI ფუნქციები ერთნაირია. Pro Plus-ს დამატებით აქვს Adobe Stock-ის სტანდარტული რესურსები შეზღუდვის გარეშე და Firefly-ის შედეგების გაფართოებული სამართლებრივი დაცვა.
Stock-ის მასალები კომერციულად გამოიყენება?
დიახ, Adobe Stock-ის სტანდარტული ლიცენზიით — რეკლამაში, ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში და ბეჭდურ მასალაში, Adobe-ის ლიცენზიის პირობების ფარგლებში.
შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?
დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.
როგორ ვიღებ ლიცენზიას?
ციფრულად, ორგანიზაციის Adobe Admin Console-ში, გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში. ფიზიკური კოდი ან დისკი არ არის.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.



