
Generative Credits for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Generative Credits for teams არის დამატებითი გენერაციული კრედიტები Adobe-ის AI ფუნქციებისთვის — მაშინ, როცა გეგმაში შემავალი თვიური კრედიტები გუნდს არ ჰყოფნის.
რისთვის გამოიყენება
- სურათების, ვექტორების და ტექსტის ეფექტების გენერაცია Adobe Firefly-ით.
- Generative Fill და Generative Expand Photoshop-ში.
- პრემიუმ ფუნქციები: ვიდეოსა და აუდიოს გენერაცია და თარგმნა.
- AI ფუნქციები Adobe Express-სა და სხვა აპლიკაციებში.
მნიშვნელოვანია
- ეს დანამატია — მუშაობს Creative Cloud for teams-ის არსებულ გეგმასთან ერთად.
- სხვადასხვა ფუნქცია სხვადასხვა რაოდენობის კრედიტს ხარჯავს; პრემიუმ ვიდეო და აუდიო ფუნქციები — უფრო მეტს.
- კრედიტების რაოდენობა და გამოყენების წესი Adobe-ის მიმდინარე პირობებით განისაზღვრება — შეკვეთამდე გადაგიმოწმებთ.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
რა არის გენერაციული კრედიტი?
AI ფუნქციის ერთი გამოყენების საფასური Adobe-ის აპლიკაციებში. ყველა გეგმას თვიური კრედიტები აქვს; დამატებითი კრედიტები მაშინ გჭირდებათ, როცა ისინი არ ჰყოფნის.
ცალკე მუშაობს?
არა, ეს დანამატია Creative Cloud for teams-ის გეგმისთვის.
რამდენი კრედიტი მჭირდება?
დამოკიდებულია ფუნქციებზე და გამოყენების მოცულობაზე. მოგვწერეთ, როგორ იყენებთ AI-ს და შეგირჩევთ.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.



