
Premiere Pro for teams
Adobe
ფასი მოთხოვნით
ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.
დეტალური აღწერა
Adobe Premiere Pro for teams არის პროფესიონალური ვიდეო მონტაჟის პროგრამა ორგანიზაციის ლიცენზიით — სოციალური ქსელების ვიდეოებიდან სარეკლამო რგოლებამდე, ინტერვიუებამდე და დოკუმენტურ ფილმამდე.
რისი გაკეთება შეგიძლიათ
- ვიდეოს მონტაჟი ნებისმიერი ფორმატით, 4K და უფრო მაღალი გარჩევადობითაც; Multicam რამდენიმე კამერით.
- ფერის კორექცია (Lumetri), ხმის დამუშავება, ტიტრები და გრაფიკა.
- ავტომატური სუბტიტრები (Speech to Text) და AI ინსტრუმენტები მონტაჟის დასაჩქარებლად.
- ერთი ვიდეოს სხვადასხვა ზომაზე მორგება (ვერტიკალური, კვადრატი, ფართო).
- კავშირი After Effects-თან, Audition-თან და Photoshop-თან.
რატომ Teams და არა პერსონალური
- ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
- Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
- ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
- თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).
როდის ჯობს სხვა გეგმა
- თუ მოძრავი გრაფიკაც (After Effects) ან ფოტოს დამუშავებაც გჭირდებათ, შეადარეთ Creative Cloud Pro for teams.
- მარტივი, საოჯახო მონტაჟისთვის — Premiere Elements 2026 (3 წლიანი ლიცენზია). განსხვავება ქვემოთ, შედარების ცხრილშია.
როგორ ხდება მიწოდება
- შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
- ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
- გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.
B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.
ხშირი კითხვები
რა კომპიუტერი სჭირდება Premiere Pro-ს?
ვიდეო მონტაჟისთვის სასურველია თანამედროვე პროცესორი, მინ. 16 GB ოპერატიული მეხსიერება და ცალკე ვიდეობარათი. ზუსტ მოთხოვნებს Adobe აქვეყნებს თითო ვერსიაზე — გადაგიმოწმებთ თქვენს კომპიუტერზე.
შედის After Effects?
არა, Premiere Pro for teams მხოლოდ Premiere Pro-ია. ორივესთვის შეიძინეთ ორი ლიცენზია ან Creative Cloud Pro.
მუშაობს macOS-ზე?
დიახ, Windows-ზეც და macOS-ზეც. თითო ლიცენზიით აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.
რით განსხვავდება Premiere Elements-ისგან?
Elements მარტივი საოჯახო მონტაჟისთვისაა. Premiere Pro-ს აქვს შეუზღუდავი ტრეკები, Multicam, Lumetri-ს ფერის კორექცია, პროფესიონალური ფორმატები და After Effects-თან კავშირი. დეტალურად — შედარების ცხრილში.
შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?
დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.
შეფასებები
ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.
შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.




