Acrobat Standard for teams

Acrobat Standard for teams

Adobe

ფასი მოთხოვნით

Acrobat Standard for teams არის Adobe-ის PDF გადაწყვეტა გუნდებისთვის ყოველდღიური სამუშაოსთვის, რომელიც განკუთვნილია PDF დოკუმენტების შესაქმნელად, რედაქტირებისთვის, კონვერტაციისთვის, ხელმოწერისთვის და გაზიარებისთვის. ლიცენზიების მართვა შესაძლებელია Adobe Admin Console-იდან.

ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.

დეტალური აღწერა

Adobe Acrobat Standard for teams არის PDF-თან ყოველდღიური მუშაობის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის: შექმნა, რედაქტირება, კონვერტაცია და ელექტრონული ხელმოწერა, ცენტრალიზებული მართვით.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

  • PDF-ის რედაქტირება: ტექსტისა და სურათების შეცვლა პირდაპირ PDF-ში.
  • კონვერტაცია: PDF ↔ Word, Excel, PowerPoint; ფაილების გაერთიანება ერთ PDF-ად.
  • ფორმები: შესავსები ფორმების შექმნა.
  • ელექტრონული ხელმოწერა: ხელმოწერა და დოკუმენტის გაგზავნა ხელმოსაწერად, სტატუსის თვალყურის დევნება.
  • დაცვა: პაროლი და უფლებების შეზღუდვა.

რატომ Teams და არა პერსონალური

  • ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
  • Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
  • ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
  • თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).

Standard თუ Pro

Standard საკმარისია ყოველდღიური PDF-ისა და ხელმოწერისთვის. თუ გჭირდებათ სკანირებული დოკუმენტის რედაქტირება (OCR), ვერსიების შედარება, მგრძნობიარე ინფორმაციის წაშლა (Redact) ან მასობრივი ხელმოწერა — აირჩიეთ Acrobat Pro. დეტალური შედარება ქვემოთ, ცხრილშია.

როგორ ხდება მიწოდება

  1. შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
  2. ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
  3. გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.

B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.

ხშირი კითხვები

რით განსხვავდება Standard Pro-სგან?

Pro-ს დამატებით აქვს სკანირებული დოკუმენტის რედაქტირება (OCR), ორი ვერსიის შედარება, Redact, ხელმისაწვდომობის შემოწმება, PDF/A და მასობრივი ხელმოსაწერად გაგზავნა.

რით განსხვავდება უფასო Acrobat Reader-ისგან?

Reader მხოლოდ ნახვის, კომენტარის და მარტივი ხელმოწერისთვისაა. Standard-ით PDF-ის რედაქტირება, კონვერტაცია, ფორმების შექმნა და ხელმოსაწერად გაგზავნა შეიძლება.

მუშაობს macOS-ზე?

დიახ, Windows-ზეც და macOS-ზეც. თითო ლიცენზიით აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.

შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?

დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.

შეფასებები

ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.

შეფასების დაწერა

შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.