Acrobat Studio for teams

Acrobat Studio for teams

Adobe

ფასი მოთხოვნით

Acrobat Studio for teams არის Adobe-ის PDF და კონტენტის პლატფორმა გუნდებისთვის, რომელიც აერთიანებს Acrobat Pro-ს, Adobe Express-ის პრემიუმ შესაძლებლობებს და AI ასისტენტს — PDF-ებთან მუშაობისთვის, დოკუმენტების ანალიზისთვის და ვიზუალური მასალების შესაქმნელად. ლიცენზიების მართვა შესაძლებელია Adobe Admin Console-იდან.

ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.

დეტალური აღწერა

Adobe Acrobat Studio for teams აერთიანებს Acrobat Pro-ს, AI ასისტენტს და Adobe Express Premium-ს: PDF-ის სრული ხელსაწყოები, დოკუმენტების გაგება AI-ით და მათგან პრეზენტაციების, ვიზუალების და მასალების შექმნა.

რა შედის

  • Acrobat Pro-ს ყველა ფუნქცია: რედაქტირება, კონვერტაცია, OCR, შედარება, Redact, ელექტრონული ხელმოწერა, მასობრივი გაგზავნა.
  • AI ასისტენტი: დოკუმენტის შეჯამება, კითხვაზე პასუხი წყაროს მითითებით, რამდენიმე დოკუმენტთან ერთად მუშაობა.
  • PDF Spaces: დოკუმენტების, ბმულების და შენიშვნების ერთ სივრცეში შეგროვება და მათზე AI-ის დახმარებით მუშაობა.
  • Adobe Express Premium: პრეზენტაციები, სოციალური ქსელების პოსტები და ვიზუალები შაბლონებით.

რატომ Teams და არა პერსონალური

  • ლიცენზია ორგანიზაციისაა: თანამშრომელი რომ წავა, ადმინისტრატორი ლიცენზიას სხვას გადასცემს, სამუშაო ფაილები კი კომპანიაში რჩება.
  • Admin Console: ლიცენზიების დამატება, მოხსნა და გადანაწილება ერთი ადგილიდან.
  • ანგარიშ-ფაქტურით შესყიდვა ორგანიზაციის სახელზე — ერთი ანგარიში ყველა ლიცენზიაზე.
  • თითო მომხმარებელს პროგრამის აქტივაცია შეუძლია 2 კომპიუტერზე (Windows ან macOS).

ვისთვისაა

გუნდები, რომლებიც ბევრ დოკუმენტს კითხულობენ და აანალიზებენ (იურიდიული, ანალიტიკური, საკონსულტაციო) და მათგან მასალებს ამზადებენ.

როგორ ხდება მიწოდება

  1. შეკვეთისას გვიგზავნით ორგანიზაციის დასახელებას და მისამართს ლათინური ასოებით, ასევე ადმინისტრატორის სახელს, გვარს და ელფოსტას.
  2. ადმინისტრატორს Adobe-ისგან მოუვა წერილი Admin Console-ში შესასვლელად.
  3. გადახდიდან 1–2 სამუშაო დღეში ლიცენზიები გამოჩნდება Admin Console-ში და ადმინისტრატორი მათ თანამშრომლებს მიანიჭებს.

B2 Service არის Adobe Certified Reseller — გეხმარებით ანგარიშის შექმნაში, ლიცენზიების მინიჭებასა და ინსტალაციაში.

ხშირი კითხვები

რით განსხვავდება Studio Acrobat Pro-სგან?

Studio-ში Acrobat Pro-ს ყველა ფუნქცია შედის, პლუს AI ასისტენტი, PDF Spaces და Adobe Express Premium.

AI ასისტენტი ქართულ დოკუმენტებთან მუშაობს?

AI ასისტენტი Adobe-ის მხარდაჭერილ ენებზე მუშაობს. ქართული ენის მხარდაჭერა გამოყენებამდე გადაამოწმეთ — დაგეხმარებით.

მუშაობს macOS-ზე?

დიახ, Windows-ზეც და macOS-ზეც. თითო ლიცენზიით აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.

შეიძლება ლიცენზიის სხვა თანამშრომელზე გადაცემა?

დიახ. ლიცენზია ორგანიზაციას ეკუთვნის და ადმინისტრატორი Admin Console-იდან მას ნებისმიერ დროს სხვა თანამშრომელს გადასცემს.

შეფასებები

ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.

შეფასების დაწერა

შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.