Adobe Premiere Elements 2026 – 3 წლიანი ლიცენზია

Adobe Premiere Elements 2026 – 3 წლიანი ლიცენზია

Adobe

ფასი მოთხოვნით

Premiere Elements 2026 — ვიდეოების მარტივი მონტაჟი ავტომატური ფუნქციებით და მზა შაბლონებით, ერთჯერადი შეძენით, გამოწერის გარეშე. ციფრული ლიცენზია, მიწოდება ელფოსტით და „ჩემ ლიცენზიებში“.

ეს პროდუქტი იყიდება შეკვეთის მოთხოვნით: გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და დაგიკავშირდებით ფასით, ლიცენზიის ტიპითა და მიწოდების დროით.

დეტალური აღწერა

Adobe Premiere Elements 2026 არის მარტივი ვიდეო მონტაჟის პროგრამა სახლისთვის, ოჯახის ვიდეოებისთვის, მოგზაურობისა და სოციალური ქსელებისთვის. ლიცენზია 3 წლით, ერთჯერადი გადახდით, ყოველთვიური გამოწერის გარეშე.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

  • სამი რეჟიმი: სწრაფი, Guided (ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები) და Expert.
  • მზა შაბლონები, ანიმირებული ტიტრები, გადასვლები და მუსიკა.
  • ავტომატური ფუნქციები: საუკეთესო მომენტების შერჩევა, ვიდეოს ზომის მორგება სოციალური ქსელებისთვის.
  • ფერისა და ხმის ძირითადი კორექცია.
  • სლაიდშოუები და ფოტო-ვიდეო კოლაჟები.

Elements თუ Premiere Pro

Elements საოჯახო და მარტივი ვიდეოებისთვისაა. თუ გჭირდებათ პროფესიონალური მონტაჟი — შეუზღუდავი ტრეკები, Multicam, Lumetri-ს ფერის კორექცია, პროფესიონალური ფორმატები, After Effects-თან კავშირი — აირჩიეთ Premiere Pro for teams. დეტალური შედარება ქვემოთ, ცხრილშია.

როგორ ხდება მიწოდება

ლიცენზიას იღებთ ციფრული კოდით (redemption code) ელფოსტით. კოდს Adobe-ის ანგარიშზე (Adobe ID) გაააქტიურებთ და პროგრამას Adobe-ის საიტიდან ჩამოტვირთავთ. B2 Service — Adobe Certified Reseller — დაგეხმარებათ გააქტიურებასა და ინსტალაციაში.

ხშირი კითხვები

რას ნიშნავს 3 წლიანი ლიცენზია?

იხდით ერთხელ და პროგრამით სარგებლობთ 3 წლის განმავლობაში, ყოველთვიური ან წლიური გადასახადის გარეშე. ვადის გასვლის შემდეგ პროგრამა აღარ იხსნება, ფოტოები და ვიდეოები კი თქვენს კომპიუტერზე რჩება. გაგრძელება შეიძლება ახალი ვერსიის შეძენით.

მივიღებ შემდეგი წლის ვერსიას?

არა. ლიცენზია 2026 ვერსიაზეა და მოიცავს მის შესწორებებს. ახალი ვერსია (მაგ. 2027) ცალკე იყიდება.

რამდენ კომპიუტერზე შეიძლება ინსტალაცია?

ლიცენზიით პროგრამის აქტივაცია შეიძლება 2 კომპიუტერზე.

რით განსხვავდება Premiere Pro-სგან?

Elements უფრო მარტივია და ბევრ რამეს ავტომატურად აკეთებს. Premiere Pro-ს აქვს შეუზღუდავი ტრეკები, Multicam, პროფესიონალური ფერი და ხმა. დეტალურად — შედარების ცხრილში.

შეფასებები

ჯერ შეფასება არ არის. იყავით პირველი, ვინც ამ პროდუქტს შეაფასებს.

შეფასების დაწერა

შეფასებას წერს მხოლოდ ის, ვინც ეს პროდუქტი ჩვენთან იყიდა.